მთავარი ციტატა

“როგორც ჩანს, ყოველ ღამით ცივი ოფლი ასხამს”- ელისაშვილი კობახიძეზე

“როგორც ჩანს, ყოველ ღამით ცივი ოფლი ასხამს ირაკლი კობახიძეს, ცუდ სიზმრებს ხედავს, დგება და მერე ამ სიზმრებს მოსალოდნელ აპოკალიფსად გვისაღებს. არაფერი რევოლუცია არ მოხდება, მშვიდად, 31 ოქტომბერს, საღამოს ჩვენ შევიტყობთ,რომ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ, დემოკრატიულად, არჩევნების გზით შეცვალა ხელისუფლება, რომელიც იქნება მრავალპარტიული, დემოკრატიული საქართველო. ის საქართველო, სადაც “ქართული ოცნება” ოპოზიციაში იქნება.”

ალეკო ელისაშვილი – პარტია “მოქალაქეების” ლიდერი

აღნიშნულით ელისაშვილი ჟურნალისტებთან ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც არჩევნების დღეს მთავარი ამოცანა ოპოზიციის პროვოკაციების პრევენცია იქნება. 

იტვირთბა....