“წლების განმავლობაში იგრძნობა კორელაცია ამ პოლიტიკურ ჯგუფსა და მსოფლიო პატრიარქად წოდებულ ბართლომეს შორის, რომლის რეზიდენცია სტამბულშია. მან ვერაფრით გაიგო, რომ საქართველოს ეკლესია ავტოკეფელურია და არანაირი უფლება არ აქვს, ხელი უფათუროს საქართველოს ეკლესიის საქმიანობაში. მას ჰყავს მოკავშირეები, ესენი არიან ზესტაფონის ეპისკოპოსი – მელქისედეკი, მეუფე ვახტანგი. ეს ადამიანები აშკარად ემსახურებიან არა ქვეყნისა და ეკლესიის ინტერესს, არამედ ღიად წარმოადგენენ ე.წ. მსოფლიო საპატრიარქოსა და ამ პოლიტიკური ჯგუფის ინტერესს, რომელსაც კრიმინალური ბანდა, „ნაცმოძრაობა“ ჰქვია.”
ჯონდი ბაღათურია – პარტია „ქართული დასის” ლიდერი
ამის შესახებ ბაღათურიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამასთან, ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს პატრიარქის გადაყენების მცდელობა ჰქონდა.