aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გეგმავენ ინფორმაციის გავრცელებას საქართველოს სახმელეთო საზღვართან სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ” – კობახიძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არჩევნების დღეს ოპოზიცია გეგმავს გაავრცელოს ინფორმაცია, თითქოს საქართველოში ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ საააკაშილი ბრუნდება.

“კიდევ ერთხელ გვინდა, გამოვეხმაუროთ ნაცმოძრაობის მიერ არჩევნების დღეს დანიშნულ აქციას, რომლის მიზანი მათ მიერ წინასწარ დაანონსებული “ქართული ოცნების” დამაჯერებელი გამარჯვების გაპროტესტებაა.

გვაქვს დამატებითი ინფორმაცია, რომლის თანახმად, ამ აქციაზე დამონტაჟებულ მონიტორებზე ნაცმოძრაობის წარმომადგენლები გეგმავენ მხოლოდ იმ უბნების მონაცემების ჩვენებას, სადაც ამ პარტიას უკეთესი შედეგები შეიძლება ჰქონდეს. მიზანი არის აქტივისტებს შორის გამარჯვების ილუზიის შექმნა და მათი მობილიზაციის უზრუნველყოფა.

ასევე, გვაქვს ინფორმაცია, რომ ლევან ვარშალომიძე გეგმავს ინფორმაციის გავრცელებას საქართველოს სახმელეთო საზღვართან მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ. ამგვარი იდეები მხოლოდ ვარშალომიძისნაირი ინტელექტუალის გონებაში შეიძლება მომწიფდეს, ზემოხსენებული რისკებისგან განსხვავებით, ბუნებრივია, ეს განზრახვა სერიოზულ კომენტარს არ იმსახურებს” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისათვის საპარლამენტო არჩევნები შაბათს, 31 ოქტომბერს გაიმართება.

იტვირთბა....