ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

რამდენ ოჯახს შეეხება კომუნალური გადასახადების შეღავათები – მთავრობის გადაწყვეტილება

“როგორც ადრე დავაანონსეთ, ანტიკრიზისული ღონისძიებების მე-3 ეტაპზე, 1-ლი ნოემბრიდან 4 თვის განმავლობაში (ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი) უკვე ამოქმედდება” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ “ფეისბუქში“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ გლობალური კრიზისის ფონზე მთავრობა მოქალაქეებს შეუმსუბუქებს მომავალ თვეებს, როდესაც ეს მათ განსაკუთრებით სჭირდებათ.

„ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება – 200 კვტ. სთ-მდე – 1.2 მილიონზე მეტ ოჯახს; წყლისა და დასუფთავების გადასახადის ანაზღაურება; გაზის საფასურის ანაზღაურება – 200 მ3-მდე – 650 ათას ოჯახს. სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, დახმარებაზე უარი თქვას. გლობალური კრიზისის ფონზე ჩვენს მოქალაქეებს შევუმსუბუქებთ მომავალ თვეებს, როდესაც ეს მათ განსაკუთრებით სჭირდებათ” – აცხადებს გიორგი გახარია.

იტვირთბა....