ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როდის აღადგენს Wizz Air ბაზას ქუთაისის აეროპორტში – მინისტრის განმარტება

ვიზეარი

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის აეროპორტში ბაზას, სავარაუდოდ, გაზაფხულზე არადგენს. ამის სესახებ თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბაზის გაუქმება გამოწვეული იყო პანდემიის გამო და ავიაკომპანიას ბევრ ქვეყანაში მოუწია ბაზების შემცირება.

“Wizz Air ვარაუდობს, რომ მომავალი წლის გაზაფხულის პერიოდსი კვლავ აღადგენს ბაზას. როგორც ადრე მოგახსენეთ ეს იყო დროებით, პანდემიით გამოწვეული. ბევრ ქვეყანაში მოუწია ბაზების შემცირება”, – თქვა ნათია თურნავამ.

ივნისში ქუთაისის აეროპორტის ბაზაზე Wizz Air-მა დროებით შეაჩერა ოპერირება. კომპანიამ განაცხადა, რომ საქართველოში ავიამიმოსვლის აკრძალვის გამო თვითმფრინავები სხვა ქვეყნების ბაზებზე გადაიყვანეს.

Wizz Air-მა ამ თემაზე განმარტებითი განცხადებაც გაავრცელა, სადაც წერს, რომ მზადაა ეპისდიტუაციიდან გამომდინარე აღადგინოს ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან და შემდეგ დაამატოს კიდევ ახალი

იტვირთბა....