თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაფარეულში ავარია მოხდა.
თვითმხილველთა ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, საბურავი გაუსკდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა.
შედეგად, ავტომობილში მჯდომი ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ორი მგზავრი კი, დაშავდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.