“მამუკა მდინარაძე რეგვენია. ვის მოუწყვია რევოლუცია მერიაში განცხადების შეტანით? ოფიციალური განცხადება მერიაში შეიტანეს თუ არა, ესეც არ ვიცი, სხვა პარტიაა და “ნაციონალურ მოძრაობას” ჰკითხეთ. მე ვიცი ერთი რამ, რომ ჯანსაღი აზრის ფარგლებში, მსოფლიოში არ ყოფილა შემთვევა, რომ ვინმეს რევოლუცია მოეწყო წინასწარ განცხადების შეტანით. თქვენ ამ დებილიზმის გჯერათ? საერთოდ გასულია ეს ხელისუფლება, რა კორექტულობას მთხოვთ? ასეთი რამე გაგონილა საერთოდ?”
გიგი უგულავა – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი.
ცნობისათვის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძის განცხადებით, თბილისის მერიაში შესული წერილის თანახმად, “ნაციონალური მოძრაობა” არჩევნების დღეს პარლამენტის შენობის წინ მრავალათასიან აქციას გეგმავს, რაც მდინარაძის მტკიცებით, არჩევნების შემდგე რევოლუციური მოძრაობის დაწყებას ითვალისწინებს.