მთავარი ციტატა

“ქართულ საზოგადოებას არ ვუსურვებ, რომ ქართულმა ოცნებამ უმრავლესობა მოიპოვოს” – მარგველაშვილი

“მომავლის ვერხედვა, საზოგადოებისგან სრული გახლეჩა, უუნარობა, ენერგიისგან დაცლილობა, ეს იყო 2012 წელს ნაციონალური მოძრაობა. 2012 წელს ნაციონალური მოძრაობა რომ დარჩენილიყო, შევდიოდით ჩიხურ პერიოდში. ასეთივეა 2020 წელს ოცნება. ეს არის ოცნება, რომელიც პოლიტიკოსებისგან დაშლილია, შიგნით არ არიან ადამიანები, რომელთაც პოლიტიკური კომპეტენცია გააჩნიათ. ქვეყნის განვითარებისთვის, ეს იქნება აბსოლუტური ჭაობის კიდევ უფრო გაღრმავების პროცესი. მე არ ვუსურვებ ქართულ საზოგადოებას, რომ ქართულმა ოცნებამ უმრავლესობა მოიპოვოს.”

გიორგი მარგველაშვილი – საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი

ამის შესახებ მარგველაშვილმა “ფორმულას” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

იტვირთბა....