ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მშობლებო, იყავით ყურადღებით!” – რა სიმპტომებით ვლინდება ბავშვებში კორონავირუსი პედიატრის განმარტება

კოვიდ 19-ით ინფიცირების რიცხვმა პატარებში მნიშვნელოვნად მოიმატა – ამის შესახებ, პედიატრმა თემურ მიქელაძემ განაცხადა.

მიქელაძე მშობლებს ყურადღების გამოჩენას სთხოვს და იმ სიმპტომების შესახებ საუბრობს, რომლებიც კორონავირუსით ინფიცერებულ ბავშვებს უვლინდებათ.

„ბოლო პერიოდში, ბავშვების ინფიცირებამაც მოიმატა. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ინფიცირება მოდიოდა უფროსებისგან, მშობლებისგან, ზოგ შემთხვევაში კი სკოლისა და ბაღის მასწავლებლებისგან. კორონავირუსისთვის დამახასიათებელია ზოგადი რესპირაციულ-ვირუსული ინფექციის სიმპტომები. ბაღების გახსნის შემდეგ მოიმატა მომართვიანობამ ცხელების და სხვა რესპირატორული ინფექციების გამოც. საკმაოდ ძნელია დიფერენცირება. შეიძლება, ბავშვებში არც კი იყოს ყნოსვისა და გემოვნების დაკარგვა. შესაძლოა, იყოს მხოლოდ დიარეა, ერთჯერადი ღებინება, სუბფებრილური ტემპერატურა, ხველა. მშობლები ყურადღებით უნდა იყვნენ. თუ მათ ბავშვს რაიმე ელემენტარული სიმპტომი (სურდო, ერთეული ხველა) ექნება, მიუხედავად ტემპერატურისა, არ უნდა წაიყვანონ სკოლასა თუ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში. იქ მეტ-ნაკლებად ახდენენ თერმოსკრინინგს, მაგრამ ეს თერმოსკრინინგიც, ჩემი აზრით, არის ფორმალური. იმ პერიოდში, როდესაც თერმოსკრინინგს უკეთებ, ბავშვს შეიძლება ჰქონდეს აბსოლუტურად ნორმალური ტემპერატურა“, – ამბობს თემურ მიწელაძე.

იტვირთბა....