ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი საყურადღებოა.
მისივე თქმით, დღეს ქყვეყანაში ვირუსით გარდაცვალების ყველაზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა, აქედან აჭარაში – რვა.
„რეგიონში მაჩვენებლების მერყეობა შეინიშნება, რაც მაინც მიუთითებს შემთხვევების აქტიურ გავრცელებას. საყურადღებოა ასევე გარდაცვალების შემთხვევები. დღეს ყვეყანაში გარდაცვალების ყველაზე მეტი ფაქტი იყო,აქედან აჭარაში – რვა. უმრავლესობა იყო მძიმე ფონური ქრონიკული დაავადებებით. ეს საყურადღებოა და ამ მიმართულებით მიმდინარეობს დღეს განსაკუთრებული მუშაობა, რომ ლეტალური შემთხვევები იყოს შემცირებული, როგორც აჭარაში ისევე სხვა რეგიონებში. მთავარი ისევ არის შემთხვევების აქტიური გამოვლენა და პირადი დაცვის საშუალებების აქტიური გამოყენება, რადგან ზუსტად ვიცით რომ კარგად მუშაობს” – განუცხადა ჟურნალისტებს გაბუნიამ.