ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ნანუკა ჟორჟოლიანი არ შემხვდა, თორემ კარგ დღეში ჩავაგდებდი” – სოფელ მელაურის გამგებელი

“ვაფშე” არ მიანტერესებს არც ნანუკა და არცერთი “ნაციონალი,” ვინც “ნაციონალურ მოძრაობას” მხარს უჭერს ჩემთვის ისინი არარაობაა” – ამის შესახებ სამტრედიის რაიონის სოფელ მელაურის გამგებელი სოფიკო კიკაჩეიშვილი წერს. მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ქართველი ხალხისა და საქართველოს მოძულეები არიან.

“რაც უნდა ის გაავრცელოს “ვაფშე” არ მიანტერესებს არც ნანუკა და არცერთი ნაციონალი, ვინც ნაციონალურ მოძრაობას მხარს უჭერს ჩემთვის ისინი არარაობაა. ისინი არიან ქართველი ხალხის მოძულეები, ქვეყნის მოძულეები და ყველაფერი ცუდი. არ მაინტერესებს, არ მაქვს თქვენთან არაფერი სათქმელი.

მე არ შემხვდა თორემ კარგ დღეში ჩავაგდებდი. როგორც ჩემ სოფელში შემოვიდა და გააგდეს და გინებით გაისტუმრეს ისე გავისტუმრებ მეც, იმიტომ, რომ მე ჩემი ქვეყანა მიყვარს და ქართველი ხალხი მიყვარს, ვინც საღად აზროვნებს, თორე ვიღაც ერთუჯრედიანი, კაცის მკვლელები, რომ მოსწონს ჩემთვის არაფერს არ წარმოადგენენ ისინი და არც მადარდებს, თუ გინდა გამოაქვეყნე ჩემი საუბარი” – ამბობს სოფიკო კიკაჩეიშვილი.

იტვირთბა....