“ვირუსი არის ძალიან ვერაგი და არ გაარჩევს ადამიანს, ასაკისა და სქესის მიხედვით, ამიტომ მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული არსებული რეგულაციები. ვფიქრობ, რომ სახლის გარეთ პირბადის მოხმარება სავალდებულო უნდა გახდეს და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ამოქმედდეს ჯარიმები, წინააღმდეგ შემთხვევაში ეპიდემიის მართვა ძალიან გაგვიჭირდება. მთელ მსოფლიოში დაავადების დაწყების დღიდან გარდაცვალების შემთხვევა ყველა ასაკობრივ ჯგუფში ფიქსირდება. ასევე 20-30 წლის ასაკშიც, თუმცა პროცენტულად ეს მაჩვენებელი იშვიათია, რაც უფრო ემატება წლები ადამიანს სიკვდილიანობის ალბათობაც იზრდება. გარდაცვალების ერთეული შემთხვევები ფიქსირდება 9 წლამდე ასაკში.”
ბიძინა კულუმბეგოვი – ალერგოლოგი.
ამის შესახებ მან Report.ge-ს განუცხადა.