სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსი ამირან გოგიტიძე რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების შესახებ საუბრისას აცხადებს, რომ იგი სასწრაფო დახმარების ჯგუფს უკვე გარდაცვლილი დახვდა. ამის თაობაზე მან ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
“სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის მხრიდან დაგვიანებას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან, გამოძახების დაფიქსირებისთანავე მყისიერად მოხდა ეკიპაჟისთვის გადაცემა და გამოძახების ადგილიდან მანძილის დაფარვის გონივრულ დროში სასწრაფო დახმარების მანქანა იყო ადგილზე. აქედან გამომდინარე, მინდა ხაზი გავუსვა, რომ შემთხვევაზე რეაგირება მყისიერად მოხდა. გულის უეცარი გაჩერება, მყისიერ გარდაცვალებას გულისხმობს, ჩვენს ეკიპაჟს ადგილზე მისვლისას პაციენტი უკვე გარდაცვლილი დახვდა” – განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.
ცნობისთვის, რუსთავში 21 წლის ბიჭი გარდაიცვალა, რომელსაც კორონავირუსი ჰქონდა დადასტურებული. ის კოვიდსასტუმროში მკურნალობდა, საიდანაც გუშინ გაწერეს.