რუსთავში გარდაიცვალა 21 წლის ბიჭი, რომელსაც კორონავირუსი ჰქონდა.
არსებული ინფორმაციით, ის კოვიდსასტუმროში მკურნალობდა, საიდანაც გუშინ გაწერეს.
გარდაცვლილი მამაკაცის მეგობრის განცხადებით, მოულოდნელად ცუდად გახდა და წაიქცა.
“ბიჭებს მუშაობა უნდა დაეწყოთ და გაუხდათ ცუდად, წაიქცა ორმოში. ამოიყვანეს და სანამ სასწრაფო მოვიდა თვითონ რაც შეძლეს, გულის მასაჟები გაუკეთეს. თუმცა ვერ გადრჩა”,- განუცხადა “ინფო რუსთავს” გარდაცვლილის მეგობარმა.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტკრიმინალისტებმა მუშაობა დაიწყეს.