ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“როცა ეს ამბავი ხდებოდა დაიწყო „ნაციონალური მოძრაობის” საარტილერიო დაბომბვა…” – სანიკიძე ზუგდიდის სპეცოპერაციაზე

ხელისუფლებას ამ სპექტაკლში მიხეილ სააკაშვილის დადანაშაულება უნდოდა – ამის შესახებ, „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას” წარმომადგენელმა გუბაზ სანიკიძემ “TV პირველის” ეთერში განაცხადა.

როგორც სანიკიძემ აღნიშნა, “ამ კაცს როლის შესასრულებლად მისცემდნენ გაცილებით მცირე თანხას.”

„როცა ეს ამბავი ხდებოდა დაიწყო „ნაციონალური მოძრაობის” საარტილერიო დაბომბვა ბოტებით, მინისტრებით, დეპუტატებით. ამ კაცს როლის შესასრულებლად მისცემდნენ გაცილებით მცირე თანხას. შემდეგ ამზადებდნენ მეორე ადამიანს, რომელსაც ალბათ უნდა დაეფქვა რომ ეს იყო ნაციონალური მოძრაობა. მის ტელეფონში აღმოჩნდებოდა მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის” სხვა ლიდერების ტელეფონების ნომრები. ეს ყველაფერი უნდა დაბრალებოდა სააკაშვილს. გაითვალისწინეთ ის, რომ საზოგადოების ნაწილი ყველაფერს იჯერებს, სერიალებზე აღზრდილი ხალხი ვართ. მაგრამ ეს საქმე ჟურნალისტების დამსახურებით გაფუჭდა”, – განაცხადა სანიკიძემ.

იტვირთბა....