ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე არ მსჯელობს.
ამის შესახებ ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„რაზეც, ძირითადად, ვმუშაობთ, ესაა პროტოკოლები. იგულისხმება სტაციონარიზაციის, გაწერის პროტოკოლები, რათა საავადმყოფოებსა და სასტუმროებში ნანკადების მმართვა უფრო ეფექტური იყოს. ასევე, ჩვენ არაერთი პროტოკოლი შევიმუშავეთ ოჯახის ექიმებისთვის. ამ დღეებში, ალბათ, ჩვენი ყველა მოქალაქე გრძნობს, თუ რამდენად გააქტიურდა ოჯახის ექიმების ჩართულობა მათი მართვის კომპონენტში. ჩვენ კიდევ ვდგამტა ნაბიჯებს, რომ ჩვეი თითოეული მოქალაქე იყოს თავისი პერსონალური ოჯახის ექიმის მიერ მართული და ამასთან დაკავშირებით, ჩვენ საკმაოდ მოქნილი პროტოკოლები გვაქვს“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.