aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დაავადებები, რომელიც პანდემიის განმავლობაში განსაკუთრებულად საფრთხილოა – “ჯანმოს” განცხადება

aviabiletebi
ავიაბილეთები

Covid-19-ის რისკ-ჯგუფში არიან ასაკოვანი ადამიანები, რომელთაც ხშირ შემთხვევაში აქვთ რამდენიმე ქრონიკული დაავადების კომბინაცია – ამის შესახებ, აღნიშნულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებში.

გარდა ამისა, რისკ-ჯგუფში არიან შემდეგი პათოლოგიების მქონე პირები შედიან:

  • სიმსივნე
    თირკმლის ქრონიკული დაავადებები
    ფქოდი (ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება)
    გულის დაავადებები (გულის უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება, კარდიომიოპათია)
    ორგანოთა ტრანსპლანტაციის შედეგად ან სხვა მიზეზით დასუსტებული იმუნიტეტის მქონე პირები
    სიმსუქნე, მასის ინდექსი >40 კგ/მ2
    ნამგლისებურ-უჯრედოვანი ანემია
    ასთმა
    შაქრიანი დიაბეტი
    ცერებროვასკულური დაავადებები (ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა)
    მუკოვისციდოზი
    მკვეთრად გამოხატული ჰიპერტონია
    თალასემია
    მოწევა

საყურადღებოა, რომ ჩამოთვლილი მდგომარეობის მქონე პაციენტებს ყველა შემთხვევაში არ ურთულდება დაავადება, ინფიცირების შემთხვევაში ისინი განსკუთრებული ყურადღების ქვეშ იმყოფებიან მედიკოსების მხრიდან.

იტვირთბა....