“არა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, თუმცა, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შეიტანა ცვლილებები კორონავირუსის გადაცემის დროსთან დაკავშირებით. ეს მოხდა დაკვირვებაზე დაყრდნობით” – ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „დილის შოუს“ ეთერში განაცხადა.
მისივე განცხადებით, კოვიდინფექცია გადამდებია 48 საათით ადრე იქამდე, ვიდრე ინფიცირებულს სიმპტომები გამოუვლინდება.
„დააკვირდნენ გარემოს, სადაც იყო 8-საათიანი მორიგეობა – ვერმონტის ციხეს. შეიყვანეს პატიმარი ციხეში. რა საკვირველია, იქ იყვნენ ციხის თანამშრომლებიც. ისინი იცავდნენ ყველა წესს; არ იყო 15 წუთზე მეტი კონტაქტი და იცავდნენ ახალ პატიმართან დისტანციას. მაინც დაინფიცირდა ეს ადამიანი. როდესაც კამერის ჩანაწერები გაშიფრეს, ნახეს, რომ ამ ადამიანს, ციხის პერსონალს, პატიმართან, რომელიც საკარანტინო საკანში იყო, 1-წუთიანი კონტაქტი 17-ჯერ ჰქონდა. ეს ნიშნავს იმას, რომ შეიცვალა ხედვა და გადაბმულად, 15 წუთი არ არის აუცილებელი. კუმულაციური 15 წუთიც კი საკმარისია, თუ ვიქნები ერთ სივრცეში, ნიღბის გარეშე, შეიძლება, მაინც მოხდეს დაინფიცირება“ – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.