ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს ზუგდიდის სპეცოპერაციის ამბავი გაუხარდათ, ეს მათ განცხადებებში ჩანდა” – მამუკა მდინარაძე

“აუცილებლად უნდა გავცე პასუხი, როგორ იყენებენ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ზუგდიდის სპეცოპერაციას თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის,” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ტელეკომპანია “იმედთან” საუბრისას აცხადებს.

მისივე თქმით, პოლიტიკური ოპონენტები საოცარ ვარაუდებს გამოთქვამდნენ, ისეინი კონკრეტული პირების მიმართ ეჭვებს გამოთქვამდნენ და ზუგდიდის სპეცოპერაციას მმართველ გუნდს აბრალებდნენ.

“აუცილებლად უნდა გავცე პასუხი, როგორ იყენებენ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ამ ყველაფერს [ზუგდიდის სპეცოპერაცია] თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის. იმას თავი დავანებოთ, რომ იქ, როდესაც ყაჩაღობა მიდიოდა და მძევლები ჰყავდათ აყვანილი, პოლიტიკოსები ქვემოთ, შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან სცემდნენ და აგინებდნენ ერთმანეთს. გამოდიოდნენ და რაღაც საოცრებებს ლაპარაკობდნენ, ვარაუდებს გამოთქვამდნენ, ვიღაცას აბრალებდნენ, ვიღაცას Facebook-ში რომ ეჭვები გამოეთქვა კონკრეტული პირების მიმართ, გარკვეული, იმასთან დაკავშირებით, რა დღეში იყვნენ, როგორ აბრალებდნენ ამასაც მმართველ გუნდს და ა.შ. ამას თავი დავანებოთ.

მეორე, როგორ იყენებენ ისინი არა მხოლოდ ახლა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რომელიც ძალიან გაუხარდათ და ჩანდა ეს, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. როგორ იყენებენ ისინი სამანიპულაციოდ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეს, როდესაც პირველი ნაწილიც კი არ არის ღონისძების დამთავრებული, ისინი რა განცხადებებით გამოდიოდნენ და რას კადრულობდნენ მათი მედიასაშუალებები.” – განაცხადა მდინარაძემ “იმედთან” საუბრისას.

შეგახსენებთ,  21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ მძევლები აიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, გარკვეული პერიოდით, ჯავშანტექნიკაც.თავდამსხმელმა მოგვიანებით შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა. კადრებიდან ჩანდა, რომ შენობის დატოვების დროს მას ერთი ხელი აწეული ჰქონდა და ხელში ხელყუმბარა ეჭირა.

22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით ამ დრომდე მიმდინარეობს. 

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი ამ დრომდე იძებნება.

იტვირთბა....