ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“106 კოვიდინფიცირებული პაციენტი ხელოვნურ სუნთქვაზეა – 429 ინფიცირებულის მდგომარეობა კი კვლავ მძიმეა” – ბერდია სიჭინავა

“საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 429 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, აქდან 106 ინფიცირებული პაციენტი ხელოვნურ სუნთქვის აპარატზე იმყოფება,” – აღნიშნული განცხადება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, საკორდინაციო საბჭოს უფროსის მოადგილემ დღევანდელ ბრიფინგზე რეგიონების მიხედვით სამკურნალო დაწესებულებებში მოთავსებული კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის შესახებ ისაუბრა.

„ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 17 437. 3 766 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 893, აჭარაში – 714; მძიმე პაციენტი – 429, მათ შორის, თბილისში – 201, აჭარაში – 75. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 106 პირი, მათ შორის, თბილისში – 59, აჭარაში – 25. 2 268 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 247 – აჭარაში, ხოლო 741 – თბილისში; 11 403 მკურნალობს ბინაზე“, – განაცხადა სიჭინავამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოში, კორონავირუსის 1 928 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 28 431-ი შეადგინა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში 604 კოვიდინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში კორონავირუსისგან  10 767-ი ადამიანი გამოჯანმრთელებულდა.

ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში  4 112 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 3766 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2268- ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

იტვირთბა....