ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ის მე არ ვარ… მისი ცოლია. მე ჯანმრთელად ვარ” – ჟორჟოლიანი ოთარ კახიძის “ფესბუქ” პოსტს პასუხობს

“ის მე არ ვარ… მისი ცოლია. მე ჯანმრთელად ვარ,” – აღნიშნული პოსტით ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი “ევროპული საქართველოს” წევრის და  ქუთაისის მაჟორიტარ კანდიდატს, ოთარ კახიძის “ფეისბუქ” პოსტს ეხმაურება.

“ოთო კახიძემ რომ თქვა, მე და ნანუკა დავინფიცირდითო, ის მე არ ვარ… მისი ცოლია. მე ჯანმრთელად ვარ,  ოთოსაც და ნანუკასაც ჯანმრთელობას ვუსურვებ”.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კახიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მაჟორიტატობის კანდიდატმა სოციალურ ქსელში დაწერა.

“მოკლედ, კოვიდინფიცირებულებს მე და ნანუკაც შევუერთდით. თავს ვირუსის კვალობაზე ნორმალურად ვგრძნობთ. სიცხე, ხველა, ყელის და სახსრების ტკივილია ჩვენი სიმპტომები. ვმკურნალობთ ქუთაისში, თვითიზოლაციის პირობებში. ატარეთ პირბადე და გაუფრთხილდით თქვენ გარშემო მყოფებს, განსაკუთრებით ხანდაზმულებს და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებს. ქუთაისში საარჩევნო კამპანიას ვაგრძელებთ, ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვით, რაც გავრცელების რისკებს ამცირებს. ამ ვირუსს მალე მოვერევით და მასთან ერთად ქოცური ვირუსიც დაგვემარცხებინოს”, – წერს ოთო კახიძე.

იტვირთბა....