ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მსოფლიოში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიას ჯამში 1,153,176 ადამაინი ემსხვერპლა

მსოფლიოში, ბოლო 24 საათში, ახალი ტიპის კორონავირუსით 465 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. – აღნიშნულ ინფორმაციას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ავრცელებს.

ინფიცირების მაღალი მაჩვენებლებით აშშ და ინდოეთი ლიდერობს. გასულ დღეს აშშ-ში კორონავირუსის 84 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, დღიური შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელია. ხოლო, ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 7,863,531 ადამიანია დაინფიცირდა.

ამასთან, ინფიცირებულთა მაჩვენებლით მსოფლიო სამეულშია ბრაზილია – 5,358,498 კოვიდინფიცირებული, სადაც გასული 24 საათის განმავლობაში COVID-19-ით 6,500-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიას ჯამში 1,153,176 ადამაინი ემსხვერპლა. მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირებულთა რაოდენობა 42,8 მილიონს აჭარბებს.

 

იტვირთბა....