ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირებისგან კიდევ 8 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ რვა პაციენტი გარდაიცვალა. კოვიდინფექციისგან გარდაცვლილთა რაოდენობა კი 201- შეადგინა. – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე,  stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 604 პაციენტი გამოჯანმრთელდა და საერთო რაოდენობა 10767-ი შეადგინა.

ამასთან, დღეის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსის  1 928 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

იტვირთბა....