ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“აუცილებლად შევიტან სარჩელს ცილისწამებისთვის” – დავით ხვიბლიანი

ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე თავდასხმის დროს მძევლად აყვანილმა, დავით ხვიბლიანმა გარკვეული მედეასაშუალებების მხრიდან მის მიმართ ცილიწამებლურ განცხადებებზე “კურირთან” ისაუბრა.

როგორც ყოფილი მძევალი აცხადებს, მისი მისამართით გაჟღერებული ვერსიები აბსურდულია.

მისივე განმარტებით, მან ადვოკატი აიყვანა და თუ საჭირო გახდება სამართლებრივად იდავებს.

“ამ საკითხს ჩემი ადვოკატი სამართლებრივად მიხედავს. აუცილებლად შევიტან სარჩელს ცილისწამებისთვის. როგორც კონკრეტული პირები ამბობენ, მე რომ რაიმე საეჭვო გამეკეთებინა, არ მგონია დღეს ჩემს გემოზე ვყოფილიყავი. თვითიზოლაციაში ვიმყოფებოდი, რაც შეეხება გამოძახებას, როდესაც გიძახებენ ყველანაირი აღჭურვილობით მიდიხარ, ვგულისხმობ ფორმას, გარდა იარაღისა. იმდენი რამ თქვეს ჩემზე, სისულელე იქნება ვთქვა, რომ ამისთვის მზად ვიყავითქო. როგორც მძევალი რომ გამათავისუფლეს, უკვე საღამო იყო. სახლში არ წამოვსულვარ, სამხედრო ბაზაზე წავედი, რადგან იქ უფრო მექნება სიმშვიდე და იმის საშუალება, რომ დავმშვიდებულიყავი,” – განაცხადა დავით ხვიბლიანმა.

ინფორმაცისთვიის, გარკვეულმა მედიასაშუალებებმა გავრცელა ინფორმაცია, რომ დავით ხვიბლიანი  შეკრული იყო თავდამსხმელთან. აღნიშნულის შემდეგ ჯარისკაცმა განმარტება მედიასთან გააკეთა, და დასძინა რომ გაჟღერებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამაება. 

იტვირთბა....