aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“დღეს ჩვენი ქუჩები 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე სახიფათოა” – გიგი უგულავა

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ქვეყანაში უსაფრთხოების დონე 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე უარესია,” – ამის შესახებ “ევროპილი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერიმა, გიგი უგულავამ ზუგდიდში, ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, ქვეყანას არ სჭირდება ისეთი მთავრობა, რომელმაც ვერ უზრუნველყო მოსახლეობის უსაფრთხოება, დასაქმება და ჯანდაცვა.

„ჩვენ ვართ „ვარდების რევულიციის“ თაობა, რომელიც იბრძვის და რომელიც არასდროს გაჩერდება იმიტომ, რომ ბრძოლა არის ჩვენს ისტორიაში და ბრძოლა არის ჩვენი თავისუფლების საფუძველი. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, უსაფრთხოებისა და კეთილდეღობისთვის – ყველაფერი ამ ქვეყნისთვის და ყველაფერი საქართველოსთვის.

დღევანდელი მთავრობა რომ უნდა წავიდეს, ამის მიზეზი არის რამდენიმე და მარტივი. რისთვის ვირჩევთ და რისთვის გვჭირდება მთავრობა ? მან უნდა უზრუნველყოს ჩვენი უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და დასაქმება, მან ყველაფერ ამას უნდა შეუწყოს ხელი. „ქართული ოცნების“ ივანიშვილის მთავრობამ ჩააფლავა უსაფრთხოებაში, სამწუხაროდ, დღეს ჩვენი ქუჩები 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე სახიფათოა. სამწუხაროდ, ჩვენი ჯანდაცვა და ჯანმრთელობა მასიურად კიდია ბეწვის ხიდზე.

ის ტრაბახი, რასაც ჩვენ ვისმენდით, აღმოჩნდა ფუჭი და დღეს ვართ ისეთი გამოწვევის წინაშე, როგორშიც არასდროს არ ყოფილა საქართველო და ამაშიც ჩააფლავეს, ყველაფერს ამას ემატება მასიური უმუშევრობა, მასიური იმედგაცრუება და უპერსპექტივობა. მაშინ რად გვინდა მთავრობა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ჩვენს დასაქმებას, უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას.

სწორედ ამიტომ, ამ მთავრობას 31 ოქტომბერს ეტყვის საქართველოს მთელი მოსახლეობა უარს. ეს არის გარდაუვალი,“- განაცხადა გიგი უგულავამ.

იტვირთბა....