ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში რეკომენდაცია მარტივია – დარჩით სახლში, იყავით იზოლირებულად, დაურეკეთ ოჯახის ექიმს” – ამირან გამყრელიძე

“როდესაც სიმპტომი ჩნდება, აუცილებელია ადამიანი დარჩეს სახლში, იყოს რაც შეიძლება იზოლირებული, დაურეკოს თავის ოჯახის ექიმს და ექიმი ეტყვის, როგორ მოიქცეს,” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, უწყებათაშორისი საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ არ იცის, ვინ არის მისი ოჯახის ექიმი, ის რეკავს 112-ზე, რომელიც გადაამისამართებს ოჯახის ექიმთან.

„ინფიცირებულებიდან ძირითადი ნაწილი არის სიმპტომური ავადმყოფები. ეს სიმპტომები არის ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება. თითოეული ამ სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, რეკომენდაცია მარტივია – თითოეულმა ჩვენგანმა იცოდეს თავისი ოჯახის ექიმის სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი. როდესაც ეს სიმპტომი ჩნდება, აუცილებელია ის დარჩეს სახლში, იყოს რაც შეიძლება იზოლირებული, დაურეკოს თავის ოჯახის ექიმს და ექიმი ეტყვის, როგორ მოიქცეს. თუ არ იცის, ვინ არის მისი ოჯახის ექიმი, ის რეკავს 112-ზე, რომელიც გადაამისამართებს ოჯახის ექიმთან, რომ ექიმის დანიშნულებით ეს ყველაფერი იმართოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იტვირთბა....