ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“დეზინფორმაციაა, რომ ვალერიან ნემსიწვერაძე კრიმინალ სამყაროსთან დაახლოებული პირი იყო” – ოჯახის ადვოკატი ავჭალაში მომხდარ მკვლელობაზე

“მოკლულ მამაკაცს კრიმინალურ სამყაროსთან კავშირი არ ჰქონია და ის ბოლო წლების განმავლობაში სულ სხვა ცხოვრებით ცხოვრობდა,” – ამის შესახებ ავჭალაში, მოკლული ვალერიან ნემსიწვერიძის ოჯახის ადვოკატმა, ნიკოლოზ წულეისკირმა “ინტერპრესნიუსთან საუბრისას განაცხადა.

ინტერნეტ გამომცემლობასთან საუბრისას ადვოკატი, შურისძიების ვერსიას გამორიცხავს და აცხადებს, რომ ის საქმეში მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო ჩაერთო, რომ საზოგადოებაში არასწორი ინფორმაცია არ გავრცელდეს.

“გუშინ გავრცელებული ვერსიები აბსოლუტურად გამორიცხულია. 100% -ით კმაყოფილი ვარ გამომძიებლების მუშაობით და ზუსტად ვიცი, რომ რამდენიმე დღეში შედეგი დაიდება. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ფაქტობრივ გარემოებებზე ვე ვისაუბრებ. ამ საქმეში ჩემი ჩართვა მხოლოდ და მხოლოდ იქიდან გამომდინარეობს, რომ ბევრი არასწრორი ინფორმაცია გავრცელდა. დაზუსტებით შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ სტრასბურგის გამამართლებელი გადაწყვეტილება არამხოლოდ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამო დადგა, არამედ, გადაწყვეტილებაში მითითებული იყო, რომ საქმესთვის უნდა გადაეხედათ, ვინაიდან ბრალდებულების ჩვენება წამების შედეგად იყო მიცემული.

ვალერიან ნემსიწვერიძე 8 წლის განმავლობაში გარეთ იმყოფებოდა და შურისძიება ვინმეს, რომ სდომებოდა, აქამდე მოახდენდა. მისი პიროვნებიდან გამომდინარე, მას ჩხუბი, დაპირისპირება არავისთან ჰქონია. კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებული პირი არ ყოფილა, ეს დეზინფორმაციაა. როგორ წარმოგიდგენიათ, „ნაციონალების“ დროს, ციხის ბუნტში რაიმე სახით მონაწილეობა მიეღო და ბრალი არ წაეყენებინათ? – ეს ხომ გამორიცხულია. ოჯახი შექმნა, სამი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, ოჯახის ბიზნესი ჰქონდა, დღე-დღეზე მაღაზიის გახსნასაც აპირებდა, ბოლოს სულ სხვა ცხოვრებით ცხოვრობდა. მხოლოდ იმის გამო, რომ ადამიანმა სასჯელი მოიხადა, კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაკავშირება არ შეიძლება. ეს ყველაფერი დაუზუსტებელი ფაქტია“, – აცხადებს წულეისკირი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ავჭალაში, მამაკაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.  მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით  ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. ამასთან, არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ვალერიან  ნემსიწვერიძე 2004 წლის 13 მაისს პარლამენტის დეპუტატის, კახა გიუშვილის მიმართ შეიარაღებული თავდასხმის საქმეში იყო ბრალდებული. ასევე,  გავრცელდა მინფორმაცია, რომ გარდაცვლილი  ე.წ. ციხის ბუნტის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.

იტვირთბა....