მთავარი ციტატა

“გეგმები ჰქონდა, ბიზნესში ჩართვას აპირებდა – აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ ჰქონდა კრიმინალთან” – ავჭალაში მოკლული ვალერიან ნემსიწვერიძის ოჯახის ადვოკატი

“თავს უფლებას ვაძლევ ვისაუბრო ამ ადამიანზე, რადგან კარგად ვიცნობდი. გეგმები ჰქონდა, ბიზნესში ჩართვას აპირებდა. აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ ჰქონდა კრიმინალთან. ხვალ უკვე შემეძლება გავეცნო საქმის მასალებს და დეტალურად განვაცხადო აღნიშნულთან დაკავშირებით, მაგრამ დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ ვალერიან ნემსიწვერიძე კრიმინალთან ძალიან შორს იყო. „ციხის ბუნტთან“ დაკავშირებითაც ბრალი არ წაყენებია.”

ნიკოლოზ წულეისკირი – ავჭალაში მოკლული ვალერიან ნემსიწვერიძის ოჯახის ადვოკატი

“პალიტრანიუსი”

შეგახსენებთ, რომ ავჭალაში, მამაკაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ვალერიან  ნემსიწვერიძე 2004 წლის 13 მაისს პარლამენტის დეპუტატის, კახა გიუშვილის მიმართ შეიარაღებული თავდასხმის საქმეში იყო ბრალდებული. ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი  ე.წ. ციხის ბუნტის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.

იტვირთბა....