მამაკაცი, რომელიც ავჭალაში, საკუთარ ავტომანქანაში იარაღიდან ჩაცხრილეს, ე.წ. ციხის ბუნტის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვალერიან ნემსიწვერიძეა. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ვალერიან ნემსიწვერიძე 2004 წლის 13 მაისს პარლამენტის დეპუტატის, კახა გიუშვილის მიმართ შეიარაღებული თავდასხმის საქმეში იყო ბრალდებული.
ვალერიან ნემსიწვერიძეს ბრალად ედებოდა მკვლელობის დაგეგმვა, მინდაძის დაქირავება, მისი ცეცხლსასროლი იარაღით უზრუნველყოფა. მასთან ერთად საქმეში ფიგურირებდა დავით მინდაძე, რომელსაც საოლქო სასამართლომ დავით დამნაშავედ ცნო დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ჩადენის მცდელობაში და იარაღის უკანონო ფლობის გამო.
2007 წელს მინდაძეს სასამართლომ 21 წლით, ვალერიან ნემსიწვერიძეს კი 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ცნობისთვის, ავჭალაში, მამაკაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები