ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ანა ნაცვლიშვილი: კოვიდინფიცირებულმა, საეჭვო რეჟიმში მყოფმა, თუ ჯანმრთელმა უნდა შეძლოს, ხმა მისცეს მისთვის სასურველ პარტიას და კანდიდატს

„გამჭვირვალე და სანდო პროცედურით უნდა იყოს შესახლებელი, ყველა მოქალაქემ, კოვიდინფიცირებულმა, საეჭვო რეჟიმში მყოფმა, თუ ჯანმრთელმა, შეძლოს, ხმა მისცეს მისთვის სასურველ პარტიას და კანდიდატს“, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა კოვიდინფიცირებული პაციენტების არჩევნებში მონაწილეობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, უწყებათაშორის კომისიას და ცესკო-ს მთელი ზაფხული ჰქონდათ, რათა საუკეთესო გამოსავალი მოეფიქრებინათ ყველა მოქალაქისთვის არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობის უზრუნველყოფისთვის.

„პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ ისე უზრუნველყოს არჩევნების ლოჯისტიკა, რომ არავინ დაკარგოს ხმის უფლება, იქნებიან ადამიანები, რომლებსაც ბოლო დღეს დაუდასტურდებათ კოვიდი, თუ ადამიანები, რომლებიც დღეს საქართველოს ფარგლებს გარეთ არიან. რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, უკვე მათთვისაც აღარ არის შესაძლებელი, რომ დარეგისტრირდნენ. ეს არის ძალიან არასწორი. „ქართული ოცნება“ თავს ვერ აბამს, საქართველოს მოქალაქეებს არ დაუკარგოს ხმის უფლება ისე, რომ ამავე დროს არ შეიქმნას ხმების მოპარვის და გაყალბების საფრთხე.

გამჭვირვალე და სანდო პროცედურით უნდა იყოს შესახლებელი, ყველა მოქალაქემ, კოვიდინფიცირებულმა, საეჭვო რეჟიმში მყოფმა, თუ ჯანმრთელმა, შეძლოს, ხმა მისცეს მისთვის სასურველ პარტიას და კანდიდატს.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ამ საკითხზე ძალიან გვიან დაიწყო მაჯელობაც კი. მოსალოდნელი იყო და ყველა აანონსებდა, რომ იქნებოდა მეორე ტალღა და უკვე ყველამ ვიცით, რამდენად არაპროგნოზირებადია ეს ვირუსი. ცესკო-ს და ასევე, უწყებათაშორის კომისიას მთელი ზაფხული ჰქონდათ, რომ საზოგადოებრივი ჯგუფებისა და პოლიტიკური პარტიების ჩართულობით, სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარებით, მოეფიქრებინათ ყველაზე საუკეთესო გამოსავალი“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება.

იტვირთბა....