ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“დემოკრატია დანიშნულების ადგილი არაა, ის მოგზაურობაა” – კახა კუჭავა

“დემოკრატია დანიშნულების ადგილი არაა, ის მოგზაურობაა,” – აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა, კახა კუჭავამ Fox-ის რადიოსთან საუბრისას საგარეო პოლიტიკის პროგრამის წარუდგენის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, “ოცნება” ქვეყანაში უკეთესი სტანდარტების დანერგვას ბევრი მიმართულებით აგრძელებს.

“დემოკრატია დანიშნულების ადგილი არაა, ის მოგზაურობაა. უნდა გავაგრძელოთ უკეთესი სტანდარტების დანერგვა ბევრი მიმართულებით. არ ვამბობთ, რომ ყველაფერი იდეალურადაა. ამის თქმისგან შორს ვართ, მაგრამ არის გაუმჯობესების გზები და ის გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ აჩვენებს, რა შედეგების მიღწევა შეგვიძლია. ჩვენ უფრო ამბიციური გეგმა გვაქვს და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა ჩვენთვის, რაც პოლიტიკურ დაპირებად ვაქციეთ ახლახანს 2020 წლის არჩევნებისთვის არის ის, რომ 2024 წლისთვის საქართველო შეძლებს გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა ავამაღლოთ სტანდარტები, გავაუმჯობესოთ ჩვენი ქმედებები და მოვიყვანოთ ჰარმონიაში კანონები ევროკავშირის მითითებებთან,” – განაცხადა კახა კუჭავამ.

ცნობისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ქართულ ოცნებას საგარეო პოლიტიკის პროგრამა ჯერ კიდევ არ წარუდგენია.

 

იტვირთბა....