ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება სამართალი

ახალი კანონის თანახმად აბორტი მხოლოდ გაუპატიურების და ინცესტის შემთხვევაში იქნება დაშვებული

პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ნაყოფის განვითარების პათოლოგიების გამო — ფიზიკური ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემის შემთხვევაში აბორტი არაკონსტიტუციურად ცნო. – ამის შესახებ ინფორმაციას BBC- ი ავრცელებს.

მედიასაშუალების ინფორმაციით, კანონი აბორტზე პოლონეთში ევროპის მასშტაბით ისედაც უმკაცრესი იყო, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილება მის თითქმის სრულ აკრძალვას ნიშნავს.

ამასთან, როგორც ბი-ბი-სი იუწყება, ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ, აბორტი მხოლოდ გაუპატიურების, ინცესტის ან დედის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში იქნება დაშვებული.

ასევე,  BBC-ის ინფორმაციით, სასამართლოს მოსამართლეთა უმრავლესობა მოქმედი ხელისუფლების მიერ იყო დანიშნული. მედიის თანახმად, თითქმის ყველა ლეგალური აბორტი პოლონეთში ნაყოფის ჯანმრთელობის პრობლემის საფუძველზე სრულდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ უფლებადამცველი ჯგუფები პოლონეთის მთავრობას მოუწოდებდნენ აბორტზე შეზღუდვები არ დაემატებინა.

ცნობისთვის, 1993 წელს მიღებული კანონის გადახედვის შესახებ, რა დროსაც ნაყოფის განვითარების პათოლოგიების დროს აბორტი დაშვებული იყო, სასამართლოს გასულ წელს მმართველი პარტიიდან მიმართეს.

იტვირთბა....