ზუგდიდში “საქართველოს ბანკზე” მომხდარი თავდასხმის ერთ-ერთი მძევალი, დავით ხვიბლიანი ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ის თავდამსხმელის მოკავშირე იყო.
ხვიბლიანი “სრულ ცილისწამებას” უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მას თავდამსხმელტან რაიმე კავშირი ჰქონდა.
რტოგორც ხვიბლიანმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, მსგავსი ინფორმქაციის გავრცელებით მას “ღირსება შეელახა”.
“ერთი მინდა გითხრათ, რომ ეს იყო სრული ცილისწამება, რაც ჩემზე დაიდო, რასაც ავრცელებენ ჩემზე. ამით ჩემი ღირსებაც შელახეს, ჩემი სამსახურიც შელახეს, არცერთ ჯარისკაცს პატივი არ სცეს, რაც ქართველისთვის არ არის ლამაზი საქციელი.
დანარჩენი, რაც არ უნდა მკითხოთ, არ ვაპირებ პასუხს, რადგან გამოძიება დაადგენს ყველაფერს. რაც იყო, რაც მოხდა, ყველაფერი იცის გამოძიებამ”,- აცხადებს ხვიბლიანი.
შეგახსენებთ, 22 ოქტომბერს, ბანკზე თავდასხმიდან მეორე დღეს, მედიაში გავრცელდა ვერსია, რომ ერთ-ერტი მძევალი დავით ხვიბლიანი, რომელიც სამხედრო მოსამსახურეა, სინამდვილეში თავდამსხმელის თანამზრახველი იყო.