მთავარი ციტატა

“დღეში 3 ათასი იქნება თუ 5, რთულია თქმა, ვინაიდან დამოკიდებული ვართ 3 700 000 მოქალაქის კეთილსინდისიერ ქმედებებზე”- ტიკარაძე

“აქ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების დამყოლობა და ქცევა, ვინაიდან ის, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანმრთელობის სამინისტრო აკეთებს, არის მხოლოდ პროგნოზი. სწორედ პროგნოზებიდან გამომდინარე ჩვენ მუდმივ რეჟიმში მოვუწოდებთ ჩვენს მოსახლეობას, დაიცვან სოციალური დისტანცია და გამოიყენონ ნიღაბი, რომლის გამოყენებაც ყველაზე ეფექტურია პანდემიასთან ბრძოლაში. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენი მოქალაქეების ქცევა იქნება იმის შესაბამისი, რაც არის ჩვენი მოწოდებები, ის პროგნოზი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, იქნება ცვალებადი. შესაბამისად, რთულია, ეს რიცხვი 3 ათასი იქნება თუ 5 ათასი, ვინაიდან ჩვენ ვართ სრულად დამოკიდებული 3 700 000 ქართველი მოქალაქის კეთილსინდისიერ ქმედებებზე.”

ეკატერინე ტიკარაძე – ჯანდაცვის მინისტრი

ამის სესახებ ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.

 

იტვირთბა....