„ბოლო ორი კვირაში სომხეთში კორონავირუსის შემთხვევები გაორმაგდა, აზერბაიჯანში კი 80 %-ით გაიზარდა“, – ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა.
მისი შეფასებით, მიმდინარე კონფლიქტში არც სომხეთი იმარჯვებს და არც აზერბაიჯანი, Сovid-19 იმარჯვებს და უნდა შევჩერდეთ.
„მივმართავ ყველას, გააცნობიერეთ, რომ პოლიტიკური მოლაპარაკებების და კორონავირუსის დამარცხების მიზნით ძალისხმევის გაერთიანება არის ცეცხლის შეწყვეტის გზა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთადერთი გამარჯვებული პანდემია იქნება“.- განაცხადა გუტერეშმა Associated Press-სთან საუბრისას.