„იანვარში ვიყავი ძალიან ცუდად. ერთი კვირა მქონდა სიცხეები და ვიწექი. მაშინ არ იყო კოვიდი შემოსული საქართველოში, ჩემს გარშემო ბევრი მაღალი სიცხის გამო ჩაწოლილი იყო, მათ შორის ვიყავი მე. ივნისში ორჯერ გავიკეთე ანალიზი და ორივეჯერ დამიფიქსირდა, G ანტისხეულები“ – აცხადებს TV პირველის ეთერში კოვიდინფიცირებული მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი.
ტატიშვილი “ბოჭორიშვილის” კლინიკას მადლობას უხდის:
„ახლაც სიცხეები დამეწყო და ცოტა გამიძნელდა. არ ვაპირებდი კლინიკაში გადასვლას თუმცა როცა ექიმმა მითხრა, რომ უნდა დავწოლილიყავი საავადმყოფოში, რადგან მარტო ვიყავი და შეიძლება გართულებები წასულიყო. რაღაცნაირი ვირუსია, ვერ გაუგებ.
ახლა ჩემთან ერთად არის ადამიანი, რომელსაც არც სიცხე არ აქვს და არც ხველა და არანაირი გამოხატული სიმპტომები, თუ არ ჩავთვლით პნევმონიას. მადლობა ღმერთს, რომ მე არ მაქვს ფილტვების ანთება, თუმცა მაქვს დაზიანება მსუბუქი ფორმით.
სისხლში ცვლილებები მაქვს. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო „ბოჭორიშვილის“ კლინიკის მედპერსონალს, მათთან თავს დაცულად ვგრძნობ” – განაცხადა ნოდიკო ტატიშვილმა.
შეგახსენებთ, ნოდიკო ტატიშვილს კორონავირუსი 14 ოქტომბერს დაუდასტურდა.