“გირჩის” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„კოსტას, უმცროს შვილს, მოუვიდა დადებითი პასუხი კოვიდ-ტესტზე. მაღალი სიცხე ჰქონდა 3 დღე, (სხვა არანაირი სიმპტომი არ ჰქონია) და საავადმყოფოში გადავიყვანეთ. ამჟამად ბევრად უკეთესადა. სხვა ოჯახის წევრები კარგად ვართ, მათ შორის ნატა დაიტესტა და უარყოფითი პასუხი მოვიდა.
სამწუხაროდ ჩემი საჯარო აქტივობები უნდა შევზღუდო. კამპანიას მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გავაგრძელებ, 31-ში უნდა მოვიგოთ“ – წერს ჯაფარიძე.
ცნობისათვის, საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.