“თავდასხმის ინტერესი იყო ჩემი დაშინება, ამ ტელევიზიის გამო” – ამის შესახებ, “ტვ პირველის” დამფუძნებლის, ვატო წერეთლის მამამ, ავთო წერეთელმა განაცხადა.
ავთო წერეთლის გამოკითხვა პოლიციაში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
საუბარია ლისზე მომხდარ ფაქტს, რა დროსაც ავთანდილ წერეთლის თქმით, მასთან ორი უცნობი, სპორტული აღნაგობის პიროვნება მივიდა და დაემუქრა.
“თავდასხმის ინტერესი იყო ჩემი დაშინება, ამ ტელევიზიის გამო. შენი ტელევიზია თავს არ დაანებებს ამ საწინააღმდეგო მოქმედებებს…ეს იყო სუს-ის მოგზავნილი ასე მგონია იმიტომ რომ დავალებაც ისეთი არ იყო რომ მე გაველახე. ჩემი დაშინება იყო, ალბათ მეორე დავალება იქნება გალახვა” – ამბობს ავთო წერეთელი.