მთავარი ციტატა

“თავდამსხმელი იარაღით, გატაცებული მანქანით გზაში არავინ გააჩერა, რადგან “ნაციონალების” დაგეგმილ აქციას აკონტროლებდნენ და აღარ ეცალათ”- სააკაშვილი

“მათ საქართველო, როგორც სახელმწიფო პრაქტიკულად გაანადგურეს და ჩვენ გუშინ ამაში დავრწმუნდით.

თავდამსხმელი მივიდა თავდასხმის ადგილზე, იარაღით, გატაცებული მანქანით და გზაში არავინ გააჩერა. რატომ?! იმიტომ, რომ იქ იყო დაგეგმილი “ნაციონალების” აქცია და მთელი სუსი  და პოლიცია გადასული იყო იმ აქციის კონტროლზე, მარშუტკა არ წაეყვანა ვინმეს, ავტობუსებს აკონტროლებდნენ, ხალხს სურათებს უღებდნენ.  მათ აღარ ეცალათ ნამდვილად მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის და შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.”

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი

სააკასვილი გუშინ ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს.

ცნობისათვის,  21 ოქტომბერს, “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

 

იტვირთბა....