aviabiletebi
მთავარი ციტატა

“შეთანხმებული მოქმედების დროს, მისი განაიარაღება, პრინციპში, შეიძლებოდა”

“აქ ერთი ნიუანსია, ის მგონი ცაცია არ იყო და მარჯვენა ხელში როცა ეჭირა ხელყუმბარა, ეს ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად, ის ვერ გამოიყენებოდა ცეცხლსასროლ იარაღს. სხვათა შორის, იმ მომენტში, ისე ახლოს ისხდნენ მძევლები, რომ ძნელია ამის თქმა, მაგრამ შეთანხმებული მოქმედების დროს, მისი განაიარაღება, პრინციპში, შეიძლებოდა, თუმცა ეს დიდ რისკთან იქნებოდა დაკავშირებული.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

 ირაკლი ალადაშვილი – სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ არსენალის მთავარი რედაქტორი

ამასთან, როგორც ალადაშვილი ამბობს, თავდამსხმელი პირის ჩაცმულობიდან და მანერებიდან გამომდინარე, შესაძლებელია იმის თქმა, რომ ის არის სამხედრო.

ცნობისათვის,  21 ოქტომბერს, “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

 

იტვირთბა....