ტელეკომპანია ,,მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს.
,,საჯაროდ მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომლის განცხადებიდან ვერავითარი შინაარსი გამოვიტანე: როგორ მოვიქცეთ, როცა ტერორისტი არეკინებს მძევალს და სიკვდილის მუქარით მოითხოვს მისგან, რომ ჩავრთოთ? არ უნდა ჩავრთოთ, რამაც შეიძლება მძევლის ან მძევლების სიკვდილი გამოიწვიოს? გაგვეცით საჯარო პასუხი და აიღეთ საჯაროდ პასუხისმგებლობა შესაძლო უმძიმეს შედეგებზე. ჩვენ დავემორჩილებით შსს-ს ინსტრუქციას, ოღონდ ვერ ავიღებთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას” – აცხადებს ნიკა გვარამია.
ცნობისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიას ზუგდიდში მიმდინარე სპეცოპერაციის მიმდინარეობის ამსახველ პირდაპირ სიგნალს შეუზღუდავს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კახა საბანაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
შეგახსენებთ, ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა.