სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ინფორმაციით, ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” ფილიალში შეჭრილი შეიარაღებული თავდამსხმელი, ფილიალში მეორე პიროვნებამ მიიყვანა. ამის შესახებ მან “კურიერს” განცხადა.
“ეს პიროვნება არის რიგითი მოქალაქე, რომელსაც, თავდასხმასთან, სავარაუდოდ, შემხებლობა არ ჰქონდა, თუმცა ამ პირთან სამართალდამცავები მუშაობენ და გამოძიება დაადგენს ყველაფერს დეტალურად” – განაცხადა მალხაზ თორიამ.
შეგახსენებთ, ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა.