“რა თქმა უნდა, გიგა ბოკერია იტყვის, რომ სერგო თეთრაძე არ უწამებიათ. ნაწამები ადამიანის სურათები დაუდეს წინ და ამბობდა, რომ ეს არ არსებობდა. არ არსებობდა არც გირგვლიანის და არც გარეჯის თემა სისხლიანი წარსული ისევე ეხება გიგა ბოკერიას, როგორც ეხება მიხეილ სააკაშვილს – “ევროპული საქართველო“ წარსულს ვერ ჩამოირეცხავ.”
გია ვოლსკი – პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი
ამის შესახებ ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ გიგა ბოკერიამ და მისმა თანაგუნდელებმა ფორმალურად ახალი პარტია შექმნეს და “თითქოს “ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაპირისპირებული არიან, წარსულს მაინც ვერ ჩამოირეცხავენ“.