“არც კი მახსენდება, ალბათ ათწლეულების წინ იყო საქართველოში ბოლოს ასეთი შემთხვევა, რომ ვინმე მძევლად აეყვანოთ, მემგონი ასეთი რამ მხედრიონის დროს თუ იყო. ქვეყანაში არსებული ვითარება უკვე ამ დონემდე მივიდა და ამ ყველაფრის ფონზე პრემიერ მინისტრი აცხადებს, რომ თურმე კრიმინოგენური მდგომარეობა ქვეყანაში დღეს დაძლეულია, კრიმინალი არ არსებობს და მდგომარეობას მართავენ. ეს არის კატასტროფა და 31 ოქტომბერს ეს უნდა შევცვალოთ.”
გიორგი ვაშაძე – “სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერი.
შეგახსენებთ, ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა.