„საქართველოს ბანკი“ ზუგდიდში ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირის შეჭრის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბანკი სრულ კოორდინაციაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.
„ჩვენ სრულ კოორდინაციაში ვართ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს“ – აღნიშნულია ბანკის განცხადებაში.
შეგახსენებთ, ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა.