ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პანდემიის პირობებში სასწრაფოს ბრიგადების 2 საათიდან 3 საათამდე დაყოვნება სრულიად ნორმალურია. ამის შესახებ ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, ეს პრეტენზია სასწრაფო დახმარების სამსახურის მიმართ არაკორექტულია.
“სასწრაფო გამოძახების ბრიგადებს აქვთ 2 საათიდან 3 საათამდე დაყოვნება, რაც პანდემიის პირობებში სრულიად ნორმალურია. ვირუსით დაავადებული ადამიანი არ არის კარდიოლოგიური, ან ნევროლოგიური სისტემით დაავადებული ადამიანი, რომელსაც ესაჭიროება 20 წუთში სასწრაფო ბრიგადის მისვლა. ამ შემთხვევაში, ექიმები საჭიროებენ თავიანთი აღჭურვილობის გამოცვლას, აქედან გამომდინარე, ეს პრეტენზია სასწრაფო დახმარების სამსახურის მიმართ არის არაკორექტული,”- განაცხადა ეკატეინე ტიკარაძე.
ამასთან, ინფორმაციას, რომლის მიხედვით, კოვიდპაციენტებისგან სასუნთქ აპარატს ხსნიან და სხვა პაციენტებს უმაგრებენ. ეკატერინე ტიკარაძემ აბსურდი უწოდა და განაცხადა, რომ ქვეყანაში სასუნთქ აპარატებზე დეფიციტი არ არსებობს.