ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პოპულისტური იყო ჩვენი გადაწყვეტილება, ეს იყო ჩვენი შეცდომა…” – იმნაძე კორონავირუსთან ბრძოლის ხარვეზებზე

იმნაძე

დაავადებათა კონტორლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ “ფორმულას” ეთერში განაცხადა, რომ ბათუმში ტესტირების კარვების გახსნამ ლაბორატორიების გადატვირთვა გამოიწვია.

მისივე თქმით, აღნიშნულის გამო პასუხები დაგვიანდა.

“ჩვენც გვქონდა ხარვეზები. აშკარად არასწორი, ცოტა პოპულისტური იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომ კარვები გაგვეხსნა ბათუმში. ამან გამოიწვია ის, რომ ყველა ცნობისმოყვარე იკმაყოფილებდა ცნობისმოყვარეობას. ამან გამოიწვია ლაბორატორიების გადატვირთვა და შემდეგ, უკვე პასუხები დაგვიანდა იქ, სადაც პასუხები ადამიანებს დროულად უნდა მიეღოთ. ეს იყო ჩვენი შეცდომა. შეცდომა არ მოსდის მას, ვინც არაფერს აკეთებს. მერე კრიტიკა ადვილია მათთვის ვინც არაფერს აკეთებს”, – განაცხადა იმნაძემ.

იტვირთბა....