დღეს პარტია “ევროპული საქართველოს” ორგანიზებით, აქცია “დაუპიპინე ბიძინას” გაიმართება.
აქცია 10:00 საათზე, თბილისში საკრებულოს შენობასთან დაიწყება. შემდეგ კი აქციის მონაწილეები “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან გადაინაცვლებენ.
აქცია თბილისსა და რეგიონებში ავტომობილებით ჩატარდება.მსგავსი ტიპის აქციები ბათუმში, შეკვეთილში, ფოთში, ქუთაისში, ზუგდიდსა და გურჯაანში გაიმართება, რის შემდეგაც ავტომობილების კოლონები თბილისისკენ გამოემართებიან.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, 14:30 საათიდან, აღმოსავლეთ საქართველოს წამოსული კოლონა, თბილისში ბიძინა ივანიშვილს ბიზნესს ცენტრთან „დაუპიპინებენ”, 17:00 საათზე, კი ბიზნეს ცენტრთან დასავლეთ საქართველოდან წამოსული კოლონა მივა.
დედაქალაქში შემაჯამებელი აქცია 20:00 საათზე ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან ჩატარდება.