დედამისი ივანიშვილთანაც მივიდა, ბიძინაც კი მესაუბრა ამ თემაზე – ამის შესახებ გოგი თოფაძემ “ambebi.ge”-სთან საუბრისას განაცხადა.
როგორც თიფაძემ აღნიშნა, ბუსა ჟვანიას ჩადენილი დანაშაულისთვის 3-დან 6 წლამდე სასჯელი ემუქრება, თუმცა მისივე თქმით, ჟვანიას კიდევ გამართლებას ცდილობენ და სასამართლო პროცესებიც ამიტომ გადაიდო.
“ლევანი ისევ ისეა, სამწუხაროდ, მარცხენა ფეხში ისევ არ აქვს შეგრძნება. ჩაწყნარდეს ყველაფერი და სადღაც 2 თვის შემდეგ, გერმანიაში უნდა წავიყვანო. ნუ ნერვიულობს ბუსას დედა, რომელსაც გასაგებია, აწუხებს თავისი შვილის ამბავი. იცით, რომ მას დანაშაულისთვის 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. რადგან ახალგაზრდა კაცია, უკან დავიხიეთ, ახლა კვალიფიკაცია შეიცვლება ალბათ და 3-დან 6 წლამდე სასჯელი ემუქრება.
დედამისი 1-2-ჯერ იყო ჩემთან მოსული და ვუთხარი, – კინაღამ ბავშვი მომიკლა-მეთქი… ღამის 5 საათზე შემოვარდა, მე-4 სართულზე ავარდა, ატეხა ბათქა-ბუთქი, ძლივს გადარჩა ლევანიკო, სამი დღე რეანიმაციაში იყო. სასამართლო 24 სექტემბერს უნდა ყოფილიყო, ახლა ნოემბერში გადაიტანეს. კი ბატონო, იყოს, მაგრამ მეტს ნურაფერს ელიან. დედას “ვუნამიოკე”, ეყოფა, რაც ჩაიდინა შენმა შვილმა – მეთქი. რამდენი კაცი უნდა დაჭრას კიდევ, 3-დან 6 წლამდე იყოს ციხეში. იჯდეს, მოჭკვიანდება. ახლა მთლად ვერ გადავყვებით მაგას, ბავშვი ჯერ კიდევ გადასარჩენად მყავს წასაყვანი. როგორც ყველა დედა, ქალბატონი ნინო წუხს. ბიჭმა რაღაც ხომ უნდა გაიგოს, დაჯდეს ცოტა ხანი, რომ მიხვდეს, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.
დედამისი ივანიშვილთანაც მივიდა, ბიძინაც კი მესაუბრა ამ თემაზე. ჯობია, დროზე დავამთავროთ ეს ამბავი, გადაეცით, თორემ შეიძლება უფრო გაურთულდეს საქმე. რამდენჯერ გადადებენ სასამართლოს? ვიღაცებს რევენ და ალბათ ამიტომ დებენ პროცესს. ჩემგან მეტს ნურაფერს ელიან. საკმარის დათმობაზე წავედით, მაგათ კიდე გაამართლონ უნდათ, ასე არ გამოვა!” – განაცხადა თოფაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2 აგვისტოს, ვაკეში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია.
არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი მთაწმინდის ტერიტორიაზე, ფესტივალ “მზესუმზირაზე“ დაიწყო.
“ambebi.ge”