„ამ ე.წ. ცნობილი ექიმების სამეული მუშკეტერები კი არა, დემაგოგები აღმოჩნდნენ! მათ ხელისუფლების ნიღბები მოირგეს და იმიტომ! ხელისუფლების გასახმოვანებელი გაახმოვანეს და იმის მაგივრად, რომ ხალხისთვის სიმართლე ეთქვათ, „ოცნების“ მთავრობის ინტერესებს ემსახურებიან. ეკლესიებში არ წახვიდეთ, თორემ ქვეყანა კუბოებით აივსებაო, რომ გაჰკიოდნენ მაშინ, როდესაც მხოლოდ ათეული შემთხვევა იყო, ახლა ათასებს გადავცდით და კი ვნახეთ როგორ იდგა მთელი მთავრობა სვეტიცხოველში გამჭიმული. ანუ, დღეს აღარ არის საშიში ეკლესიაში სიარული, თუ საარჩევნოდ ასე აწყობთ და ასეა საჭირო?! ჩემთვის ძალიან შეურაცმყოფელია, როდესაც ადამიანები პროფესიონალიზმს დემაგოგიაში ცვლიან! ძალიან მძიმე მოსასმენია, როდესაც ისინი, ვინც ადამიანებს უნდა ემსახურებოდნენ, ფიცი აქვთ დადებული, სახელისუფლო ტყუილებში ჩაერთვნენ.”
დავით ჭიჭინაძე – პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ დამფუძნებელი.
სოციალური ქსელი.